პროექტი
ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს
საბერძნეთის ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_gr თურქეთის ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_tr საქართველოს ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_ge
რეგიონი
ორგანიზაცია
სფერო
ვადა

რეინტეგრაცია

საქართველოში დაბრუნებულ თუ დაბრუნების მსურველ ქართველ მიგრანტებს სიდა სთავაზობს პერიოდულად განახლებად კლასიფიცირებულ ინფორმაციას რეინტეგრაციის შესაძლებლობებზე. ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც მოცემულ გვერდზე დადებული რაიმე შესაძლებლობით დაინტერესდება, ვთხოვთ პირდაპირ, სიდას ჩართვის გარეშე, დაუკავშირდეს იქვე მითითებულ პირს ან ორგანიზაციას.

 

რეინტეგრაციის სასურველი შესაძლებლობის მოსაძებნად გამოიყენეთ ამ ტექსტის მარცხნივ მოცემული ძიების ფორმა, რომლითაც თქვენ შეგეძლებათ სხვადასხვა რეინტეგრაციული პროგრამა თუ ინიციატივა ნახოთ საქართველოს რეგიონის (პროექტის ხუთი რეგიონია შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა), გამომქვეყნებელი ორგანიზაციის, სფეროსა და ვადის მიხედვით. სრული სიის გამოსატანად არაფერი შეარჩიოთ და პირდაპირ ძიების ღილაკს დააჭირეთ. ანალოგიურად, გაითვალისწინეთ, რომ თუ ესა თუ ის შესაძლებლობა მთელ საქართველოს ეხება, ის რომელიმე ერთი რეგიონის მიხედვით წარმოებული ძიების შედეგებში არ გამოვა. გისურვებთ წარმატებას!

© 2013 - WWW.MIGRANT.GE Join us on Facebook Created by STUDIO LEMON