პროექტი
ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს
საბერძნეთის ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_gr თურქეთის ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_tr საქართველოს ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_ge

პროექტის შესახებ

მოცემული საიტი შექმნილია ევროკავშირის მიერ 2013 წელს დაფინანსებული ორწლიანი პროექტის - "ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს" (G-PAM) - ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო – "სიდა" (www.cida.ge). პროექტის ზოგადი მიზანია მიგრაციული ნაკადების უკეთესად მართვაში საქართველოსთვის დახმარების გაწევა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის საქმიანობები შემდეგი სამი მიმართულებით წარმოებს:

 

   (1)   ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვა;

   (2)   ქართველების კარგად მართული ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა თურქეთსა და საბერძნეთში;

   (3)   საქართველოს განვითარებაზე მიგრაციის პოზიტიური ეფექტების ოპტიმიზირება.

 

პროექტის ძირითადი გეგმიური საქმიანობებია:

 

   (ა)   პროექტის ბენეფიციარებს შორის (შესაძლო და ამჟამინდელი მიგრანტები) მიგრაციული განწყობისა და ტენდენციების შესწავლა; პროფგადამზადების, სხვა საჭიროებების გამოვლენა;

   (ბ)   სხვადასხვა საინფორმაციო, ანალიტიკური ბაზის შემუშავება და განვითარება (მათ შორის, ბენეფიციართა რეგისტრაცია-მომსახურების ბაზის);

   (გ)   ბენეფიციართა და მათი საქმეების გადამისამართების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს, საბერძნეთის, თურქეთის შესაბამისი (არა)სახელმწიფო ორგანიზაციის, აგრეთვე საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობით;

   (დ)   ბენეფიციართა კონსულტირება-ინფორმირება მიგრაციის სფეროში მომხდარ საინტერესო სამართლებრივ ცვლილებებზე, მოქალაქეობრივ თუ ქონებრივ საკითხებზე და ა.შ. (იხილეთ ბენეფიციართა მომსახურების სექცია მომდევნო გვერდზე);

   (ე)   მიგრანტებისთვის პრივატული ცხელი სკაიპ-სატელეფონო ხაზის შექმნა და ფუნქციონირება როგორც ადგილზე (თურქეთი, საბერძნეთი), ისე საქართველოში;

   (ვ)   მიგრაციის ცალკეულ საკითხებზე ეროვნული რეგიონული განხილვების მოწყობა პარტნიორების, ბენეფიციარებისა და თანამოაზრე ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით;

   (ზ)   პერიოდული ბიულეტენის გამოშვება, რომელშიც მიმოხილული იქნება თურქეთისა და საბერძნეთის დასაქმების ბაზრები;

   (თ)   თურქეთსა და საბერძნეთში შესაძლო მიგრანტებისთვის პირველი ნაბიჯის ტრეინინგების ჩატარება და სპეციალური “წამსვლელთა სახელმძღვანელოს” გადაცემა;

   (ი)   რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების ანალიზი და მათ შესახებ დაინტერესებული მიგრანტების ინდივიდუალური მომსახურება;

   (კ)   ლეგალური მიგრაციის წამახალისებელი კამპანიის ჩატარება მთელი საქართველოს მასშტაბით და დიასპორული ორგანიზაციების ჩართვით.

© 2013 - WWW.MIGRANT.GE Join us on Facebook Created by STUDIO LEMON