პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

მოქალაქეობა

რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობა?

მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვალო უფლება-მოვალეობათა ერთიანობაში და ემყარება ადამიანის ღირსებას, პატივისცემას, მისი თავისუფლებებისა და უფლებების აღიარებას.


ვინ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ?

საქართველოს მოქალაქედ შეიძლება ჩაითვალოს პირი:

ა) რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, უწყვეტად, და ცხოვრობს, მოქალაქეობის მისაღებად მიმართვის დღისთვისაც;

ბ) საქართველოში დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და ვერ აკმაყოფილებს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ მას არ აქვს სხვა ქვეყნიოს მოქალაქეობა;

გ) პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ შესაბამისად.


რა გზით შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის მიღება?

საქართველოს მოქალაქეობა მიიღება დაბადებით ან მიღებით(ნატურალიზაციით), ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართელოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.


როგორია საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები?

საქართველოს მოქალაქედ მიიღება სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

 

ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;

ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა;

გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;

დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.


საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ ცხოვრება ნიშნავს თუ არა ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას?

საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქის საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება თავისთავად არ იწვევეს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.


რა შემთხვევაში დავკარგავ საქართველოს მოქალაქეობას?

პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნევართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვხა ორგანოებში, ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში;

ბ) მუდმივად ცხოვროვს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგება საკონსულო აღრიცხვაზე ორი წლის განმავლობაში;

გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;

დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.


მაქვს თუ არა უფლება ჩემი ნებით გავიდე საქართველოს მოქალაქეობიდან?

საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს გავიდეს საქართველოს მოქალაქეობიდან, რისთვისაც მან უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

http://sda.gov.ge/ka-GE/Citizenship/#gasvla

http://psh.gov.ge/


როდის შეიძლება უარი ეთქვას მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე?

მოქალაქეს შესაძლოა უარი ექთვქას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე:

ა) სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის შეუსრულებლობისას ან სამხედრო ვალდებულების მოუხდელობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი კანონით დადგენილი წესით გათავლისუფლებულია შესაბამისი მოვალეობა/ვალდებულებებისაგან;

ბ) თუ იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.


რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა?

საქართველოს მოქალაქეობა შესაძლოა აღუდგეს პირ, რომელიც მოქალაქობის აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანის მომენტისათვის არ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:

ა) არამართლზომიერად;

ბ) მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;

გ) მშობლების არჩევანის შედეგად.


ჩაითვლება თუ არა საქართველოს მოქალაქედ ბავშვი, რომლის ორივე მშობელი საქართველოს მოქალაქეა და რომელიც დაიბადება საქართველოს ფაგლებს გარეთ?

ბავშვი, რომლის ორივე მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის საქართველოს მოქალაქეა, ჩაითვლება საქართველოს მოქალაქედ მიუხედავად მისი დაბადების ადგილისა.


რა შემთხვევაში ჩაითვლება ბავშვი საქართველოს მოქალაქედ, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა?

მშობლების სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ბავშვი ითვლება საქართველოს მოქალაქედ, თუ:

ა) დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) დაიბადა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ მის ერთ-ერთ მშობელს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) ერთ-ერთი მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის (დაბადების ადგილის მიუხედავად) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მეორე - მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცნობია.

მშობელთა სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა და ორივე ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი წყდება მშობელთა შეთანხმებით, მშობლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში - იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ბავშვი დაიბადა.

იმ ბავშვის მამობის დადგენის შემთხვევაში, რომლის დედა მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მამად მიჩნეულია საქართველოს მოქალაქე, ბავშვი ხდება საქართველოს მოქალაქე დაბადების ადგილის მიუხედავად.


როგორ წყდება საკითხი ბავშვის მოქალაქეობის შესახებ როდესაც მშობლები, ან ერთ-ერთი მშობელი იცვლის მოქალაქეობას?

ორივე მშობლის მოქალაქეობის შეცვლა იწვევს თოთხმეტ წლამდე მიუღწეველი ბავშვის მოქალაქეობის შეცვლას. 14-დან 18 წლამდე ბავშვის მოქლაქეობის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.

ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობის შეცვლისას ბავშვი ინარჩუნებს საქართელოს მოქალაქეობას, თუ იგი საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებლად რჩება.

თუ საქართველოს მოქალქეობიდან გადის ერთი-ერთი მშობელი და 14 წელს მიუღწეველ ბავშვთან ერთად მუდმივად საცხოვრებლად მოიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბავშვს უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობის დაკარგვა არ იწვევს ბავშვის მოქალაქეობის შეცვლას.


რა შემთხვევაში შეიძლება უარი ეთქვას მოქალაქეს საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე?

საქართველოს მოქალაქედ არ მიიღება პირი, თუ:

ა) ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ;

ბ) მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში;

გ) სახწელმწიფო და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზაშეუწონელია.


გადაზიდვის სერვისი

დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის პროცედურები

რას გულისხმობს დოკუმენტის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება?

საქართველოს ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები საქმისწარმოებისათვის მიიღოს მხოლოდ მათი ლეგალიზაციის შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

დოკუმენტის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება გულისხმობს კონკრეტულ დოკუმენტზე არსებული ხემოწერის ნამდვილობის და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამოწმებას. დოკუმენტის შტამპით ან ბეჭდით დამოწმების შემთხვევაში კი გულისხმობს მათი ავთენტურობის (ნამდვილობის) დამოწმებას.

აპოსტილით დამოწმება უფრო მარტივი პროცედურაა, რომელიც გულისხმობს ერთი, კონკრეტული უწყების მიერ მის დამოწმებას. ლეგალიზება კი უფრო ხანგრძლივი პროცედურაა, რომელიც გულისხმობს ამ პროცედურაში რამოდენიმე უწყების მონაწილეობას. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია დოკუმენტის მიმღები უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულების მიერ მისი დამოწმება (საკონსულო ლეგალიზაცია), რის შემდეგაც დოკეუმნტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ კონკრეტულ უცხო ქვეყანაში. 


რა სახის დოკუმენტები ექვემდებარება ლეგალიზაციას?

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

ბ) სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;

გ) სანოტარო აქტები;

დ) სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

ე) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

ვ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი;

ზ) ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.


რა სახის დოკუმენტები არ ექვემდებარება ლეგალიზაციას?

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი (გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა);

ე) სამხედრო ბილეთი;

ვ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;

ზ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;

თ) სანოტარო აქტები - დედანთან ასლის იდენტურობის და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;

ი) საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საქართველოს ნორმატიულ სამართლებრივი აქტები;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემული დოკუმენტები.


რომელი ადმინისტრაციული ორგანოებია უფლებამოსილი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციაზე?

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

გ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.


რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას უარი დოკუმენტის ლეგალიზაციაზე?

ა) დოკუმენტზე ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელია (ძნელად გასარკვევია);

ბ) დოკუმენტები ხელმოწერილია ფანქრით;

გ) დოკუმენტის ასლები დაუმოწმებელია;

დ) დოკუმენტებში დაფიქსირებულია დაუმოწმებელი შესწორებები ან შეინიშნება გაყალბების ნიშნები;

ე) ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის მოძიება ან ვერ დგინდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობა;

ვ) დოკუმენტზე შეინიშნება მასთან კავშირის არმქონე მინაწერი, ბეჭედი ან შტამპი;

ზ) დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ.


სახელმწიფო პენსიის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები

ვის უნდა მივმართო სახელმწიფო პენსიის დასანიშნად?

სახელმწიფო პენსიის დასანიშნად უნდა მიმართოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა.

დაწვრილებით ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი:

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=378


ვის შეუძლია მიმართოს სახელმწიფო პენსიის დასანიშნად?

სახელმწიფო პენსიის დასანიშნად მიმართვის უფლება აქვს:

  • საქართველოს მოქალაქეებს;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებებს;
  • პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

საპენსიო ასაკი არის 65 წელი, ქალბატონების შემთხვევაში 60 წელი.

 


რა დოკუმენტებია საჭირო სახელმწიფო პენსიის დასანიშნად?

საქართველოს მოქალაქის შემთხვევში:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

უცხოქვეყნისმოქალაქისშემთხვევაში:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება; 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრება.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის შემთხვევაში:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება.

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ. 


რა შეიძლება გახდეს პენსიის შეწყვეტის საფუძველი?

პენსიის შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს შემდეგი საფუძვლებით:

•პირადი განცხადება;
•საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდი;
•სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება პენსიის შეჩერების დღიდან;
•უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება;
•პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
•პენსიონერის გარდაცვალება;
•პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლა;
•სხვა საფუძველი, რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი კანონიდან.
 

რა შეიძლება გახდეს პენსიის შეჩერების საფუძველი?

პირის (პენსიონერის) მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ან მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნა გამოიწვევს სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძვლებს. აღნიშნული გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, ანუ პენსიონერის მიერ კონპეტენტური ორგანოსათვის მიმართვა პენსიის მიღების განახლების თაობაზე და პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა წარმოადგენს პენსიის განახლების საფუძვლებს.


ემიგრაცია

ვის უნდა მივმართო შუამდგომლობით ემიგრაციაზე ნებართვის მისაღებად?

ემიგრაციაზე ნებართვის მისაღებად უნდა მიმართოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი:

 http://sda.gov.ge/ka-GE/migration/


ვინაა უფლებამოსილი მიმართოს ემიგრაციის ნებართვის მისაღებად?

ემიგრაციის ნებართვის მისაღებად მიმართვის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია საქართველოს მოქალაქის პასპორტი (ან შემცვლელი დოკუმენტი). ნებართვის მოთხოვნა შესაძლოა წარდგენილ იქნას ელექტრონული ფორმითაც.


რა საბუთების წარდგენაა საჭირო ემიგრაციის ნებართვის მისაღებად?

ემიგრაციის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტებია:

  • საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • 2 ფოტოსურათი;
  • 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისთვის – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.

თუ შუამდგომლობას დაინტერესებული პირის ნაცვლად წარმომადგენელი აღძრავს საჭიროა წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ  დოკუმენტი.


რა სახის პროცედურებია არასრულწლოვანი პირის ემიგრაციისათვის?

თვრამეტ წლამდე არასწულწლოვანი ემიგრაციაში მიდის თავის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, თუ იგი მიემგზავრება უცხოეთში მყოფ თავის კანონიერ წარმომადგენელთან (და აქვს ამ უკანასკნელის თანხმობა) - მაშინ იგი მიემგზავრება სრულწლოვან ქმედუნარიან თანმხლებ პირთან ერთად. თუ არასრულწლოვნის ემიგრაციის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლები ვერ შეთანხმდებიან, დავა გადაწყდება სასამართლო წესით.

არასრულწლოვანი პირის ემიგრაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:

  • საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • 2 ფოტოსურათი;
  • დაბადების მოწმობის ასლი (უცხო სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობის ასლი წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი);
  • კანონიერი წარმომადგენლების თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი

რა შემთხვევაშია შესაძლებელი უარი მეთქვას ემიგრაციაზე?

ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია:

  • ემიგრაციის მსურველის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
  • ემიგრაციის მსურველს არ მოუხდია სასამართლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი;
  • ემიგრაციის მსურველი წვევამდელი ასაკისაა და არ მოუხდია სავალდებულო სამხედრო სამსახური, თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის ამ ვალდებულებისგან;
  • სამუშაოს ხასიათის გამო ემიგრაციის მსურველისათვის ცნობილია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებანი და არ გასულა კანონით დადგენილი ვადა, რომლიდანაც იგი დაკავშირებული არ არის ამ სამუშაოსთან. ამასთანავე, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს;
  • ემიგრაციის მსურველი ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრისას წარმოადგენს ყალბ საბუთებს.

რა შემთხვევაშია შესაძლებელი უარი მეთქვას ემიგრაციაზე?

ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია:

  • ემიგრაციის მსურველის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
  • ემიგრაციის მსურველს არ მოუხდია სასამართლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი;
  • ემიგრაციის მსურველი წვევამდელი ასაკისაა და არ მოუხდია სავალდებულო სამხედრო სამსახური, თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის ამ ვალდებულებისგან;
  • სამუშაოს ხასიათის გამო ემიგრაციის მსურველისათვის ცნობილია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებანი და არ გასულა კანონით დადგენილი ვადა, რომლიდანაც იგი დაკავშირებული არ არის ამ სამუშაოსთან. ამასთანავე, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს;
  • ემიგრაციის მსურველი ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრისას წარმოადგენს ყალბ საბუთებს.

ქორწინება/განქორწინებასთან დაკავშირებული პროცედურები

როდის აქვთ ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია?

 ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ:

ა) ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო;

ბ) მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;

გ) ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა.


ინფორმაცია თურქეთში სამუშაო ნებართვებთან დაწესებული შეღავათების შესახებ

რა ტიპის სამუშაოზე ვრცელდება შეღავათები უცხოელებისათვის?

საელჩოს მიერ ქვეყნის შესაბამის უწყებებთან გამართული კონსულტაციების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, შეღავათები ვრცელდება მხოლოდ იმ უცხოელებზე, რომლებსაც სურვილი აქვთ, დასაქმდნენ ოჯახებში (მოსამსახურედ, დამლაგებლად, ბავშვების, მოხუცების ან ავადმყოფების მომვლელად)


ვის უნდა მივმართო შრომის ოფიციალური ნებართვის მისაღებად?

პირობების გამარტივების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, მიიღონ მუშაობის ოფიციალური ნებართვა როგორც თურქეთში ყოფნის პერიოდში, ასევე, საზღვარგარეთ, თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისადმი განხორციელებული მიმართვის შედეგად.

კერძოდ, მუშაობის ნებართვის მისაღებად, უცხოელებმა, რომლებსაც არ აქვთ თურქეთში ბინადრობის ნებართვები და არ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე, დამსაქმებლებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, უნდა მიმართონ საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირები იმყოფებიან თურქეთის ტერიტორიაზე და მიღებული აქვთ ბინადრობის ნებართვა ექვსი თვის ვადით (გარდა სასწავლო მიზნით მიღებული ბინადრობის ნებართვისა), მათ დამსაქმებლებს უფლება აქვთ მიმართონ პირდაპირ თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სპეციალური ვებ-გვერდების მეშვეობით (www.turkiye.gov.tr www.csgb.gov.tr) და უზრუნველყონ დასასაქმებელი პირები მუშაობის ნებართვით, ქვეყნიდან გაუსვლელად.


რა საბუთები უნდა წარადგინოს დაინტერესებულმა პირმა შრომის ნებართვის მისაღებად?

დაინტერესებულმა პირებმა შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა წარადგინონ განცხადება, დამსაქმებლისა და დასასაქმებელი პირის მიერ ხელმოწერილი სპეციალური ანკეტა ან შრომის ხელშეკრულება, უცხოელის ფოტოსურათი და პასპორტის ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანითურთ.


რა ვადაშია ვალდებული შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაცნობოთ სამუშაო ნებართვასთან დაკავშირებული პასუხი?

თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია გასცეს პასუხი მუშაობის ნებართვის თაობაზე დაინტერესებულ პირებს 30 დღის ვადაში.


რა ვადით გაიცემა მუშაობის ნებართვა და რა პროცედურებია ამასთან დაკავშირებით გათვალისწინებული?

მუშაობის ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით. დამსაქმებლის მოთხოვნის საფუძველზე, ნებართვა შესაძლებელია გაგრძელდეს თავდაპირველად ორი, შემდეგ კი სამ-სამი წლით.

დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, უცხოელი ვალდებულია 30 დღის განმავლობაში მიმართოს პოლიციის სამმართველოს უცხოელთა განყოფილებას ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან არსებულის ახალი ვადით გასაგრძელებლად.

მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია გადაიხადოს მუშაობის ნებართვის საფასური და უზრუნველყოს დასასაქმებელი პირი სახელმწიფო დაზღვევით.

 


რა სახის ჯარიმებია დაწესებული მათზე, ვინც უცხოელებს სამუშაო ნებართვის გარეშე ამუშავებენ?

4817-ე კანონის 21-ე მუხლის თანახმად ჯარიმები

ჯარიმის რაოდენობა  2013 (TL)

დამქირავებელი, რომელიც სამუშაო ნებართვის გარეშე ამუშავებს უცხოელს, ყოველ უცხოელზე დაკისრებული ჯარიმა

7.325

სამუშაო ნებართვის გარეშე დაქირავებულად მომუშავე უცხოელზე დაკისრებული ჯარიმა

731

სამუშაო ნებართვის გარეშე დამოუკიდებლად მომუშავე უცხოელზე დაკისრებული ჯარიმა

2.928

ასევე დამქირავებელი, რომელიც სამუშაო ნებართვის გარეშე ამუშავებს უცხოელს და შესაძლებელია მის მეუღლესა და ბავშვებს, ვალდებულია აანაზღაუროს მათი სამშობლოში დაბრუნების ხარჯები, ასევე თუ საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხარჯებიც. http://www.csgb.gov.tr/csgbPortal/yabancilar.portal#


პირადობის მოწმობის აღებასთან დაკავშირებული პროცედურები

რა ასაკიდანაა საქართველოს მოქალაქე ვალდებული აიღოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა?

საქართველოს მოქალაქე 14 წლის მიღწევიდან ექვსი თვის განმავლობაში ვალდებულია აიღოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე.


რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო პირადობის მოწმობის მისაღებად?

პირადობის მოწმობის მისაღებად მოქალაქემ უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

  • დაბადების მოწმობა;
  • ორი ფოტოსურათი;
  • რეგისტრაციის საფუძველი (16 წლამდე ასაკის პირი რეგისტრაციას გადის მშობლებთანმეურვესთან,მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთანასეთ შემთხვევაში,  რეგისტრაციის საფუძველისაჭირო არ არის).

რა შეიძლება გახდეს პირადობის მოწმობის შეცვლის საფუძველი?

პირადობის მოწმობის შეცვლის საფუძველი შეიძლება გახდეს:

მოქმედების ვადის გასვლა;

სახელის ან გვარის შეცვლა;

საცხოვრებელი ადგილის შეცვლა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ფლობს პირადობის (ბინადრობის) ახალ მოწმობას);

გამოყენებისთვის უვარგისობა (გაცვეთა, დაზიანება ან დაკარგვა);

ჩანაწერში უზუსტობის დადგენა.


რა შეიძლება გახდეს პირადობის მოწმობის გაუქმების საფუძველი?

პირადობის მოწმობა შეიძლება გაუქმდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • პირის გარდაცვალების და/ან მოქალაქეობის შეწყვეტისას;
  • დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვიდან 1 წლის  გასვლის შემდგომ, თუ ამ დროის განმავლობაში არ გადაეცა მფლობელს;
  • შვილად აყვანისას  მონაცემების შეცვლის შემთხვევაში;
  • პირმა წარადგინა ყალბი დოკუმენტი რაც გამოვლინდა გაცემის შემდეგ;
  • თუ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა მოწმობის შეცვლის საფუძველის არსებობის შესახებ; (დოკუმენტის ვადის გასვლა, სახელის/გვარის შეცვლა, დაზიანება ან ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენა);
  • მამობის დადგენისას მონაცემების შეცვლის შემთხვევაში

 

 


რა შეღავათებია დაწესებული და ვინ თავისუფლდება პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან?

შეღავათები ვრცელდება და შესაბამისად პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

  • პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001–ს არ აღემატება;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
  • სტუდენტები, რომლებმაც ერთხელ უკვე ისარგებლეს 10 ლარიანი შეღავათით და განმეორებით სურთ დოკუმენტის მიღება. სარგებლობენ 3 ლარიანი შეღავათით;
  • სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით –  სარგებლობენ 10 ლარიანი  შეღავათით.

 


საბერძნეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოვლასთან დაკავშირებით დაწესებული ნებართვის აღების შესახებ ინფორმაცია

რა შემთხვევაში გაიცემა ბინადრობის ნებართვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე?

ბინადრობის უფლება მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთ წელზე მეტი ხანია ცხოვრობენ და მუშაობენ საბერძნეთში და უვლიან პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს (80%).

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ დამადასტურებელი საბუთი ინვალიდობის თაობაზე, სადაც აღნიშნული იქნება ინვალიდობის ჯგუფი არა ნაკლებ 80 პროცენტით.

პირი, რომელიც არის ნათესავი ან კანონიერი მეურვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ვალდებულებას იღებს შრომითი კანონმდებლობის მიხედვით დადოს და ხელი მოაწეროს შრომის ხელშეკრულებას მესამე ქვეყნის მოქალაქესთან.

მესამე ქვეყნის მოქალაქეები არ უნდა წარმოადგენდნენ საშიშროებას საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უშიშროებისათვის.


რა საბუთები უნდა წარადგინოს სხვა ქვეყნის მოქალაქემ ბინადრობის ნებართვის მისაღებად საბერძნეთში?

მესამე ქვეყნის მოქალაქეები ვალდებული არიან შეიტანონ განცხადება კომპეტენტურ სამსახურებში (დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით აუცილებლად უნდა მიმართოთ იმ მუნიციპალიტეტს (დიმოსს), რომელსაც საბერძნეთში მყოფი ქართველი მიგრანტის საცხოვრებელი ადგილი მიეკუთვნება ან საბერძნეთის რესპუბლიკის ატიკის რეგიონის ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა გენერალურ დირექტორატს, ათენის უცხოელთა და ემიგრანტთა მომსახურების ცენტრს (http://www.cityofathens.gr/) შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 2103403350 ან 2103403351. ტექსტის ორიგინალი ბერძნულ ენაზე მოიპოვება აქ: ttp://www.taxheaven.gr/laws/circular/view/id/17199) ბინადრობის უფლებების გასაცემად და წარადგინონ ქვემოთ აღნიშნული დამატებითი დოკუმენტაცია:

  1. განცხადების ფორმა;
  2. 3 ფოტოსურათი;
  3. მოქმედი პასპორტის ასლი;
  4. ცნობა ინვალიდობის შესახებ, რომელიც გაცემული იქნება ინვალიდობის სერტიფიცირების ცენტრიდან და ექიმის ცნობა, რომ პაციენტს ესაჭიროება დახმარება;
  5. ბერძენი დამსაქმებლის მიერ შედგენილი განცხადება იმის თაობაზე, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქე დასაქმებულია ერთ წელიწადზე მეტი და მის მეტი სხვა არავინ არ ჰყავს დასაქმებული;
  6. შრომის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მესამე ქვეყნის მოქალაქის ხელფასი შრომითი კანონმდებლობის მიხედვით;
  7. მესამე ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის ცნობა;
  8. ოფიაციალური გადასახადი, რომელიც განისაზღვრება კანონის N3386/05 მუხლი 92, პუნქტი 1.

ბინადრობის უფლების გასაგრძელებლად დაინტერესებულმა პირმა ორი თვით ადრე უნდა შეიტანოს დოკუმენტები.


რა ვადით გაიცემა ბინადრობის ნებართვა?

ბინადრობის ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით და ყოველი მისი გაგრძელება არის ორ წლიანი.

დამსაქმებელს უფლება აქვს დადოს შრომითი ხელშეკრულება მხოლოდ ერთ პირთან.


რა ვადაშია შესაძლებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან მომუშავეებზე ბინადრობის უფლების მინიჭების შესახებ დაწესებული შეღავათების გამოყენება?

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრების 2013 წლის 13 სექტემბრის ერთობლივი გადაწყვეტილება შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან (80%) მომუშავე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭების თაობაზე ძალაშია ექვსი თვის განმავლობაში გამოქვეყნების დღიდან.

 


პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირეებული პროცედურები

რომელი ორგანო ახორციელებს . პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემას?

პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერი უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური.


ვინაა უფლებამოსილი მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს პასპორტის აღების თაობაზე?

ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:

ა) სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი;

ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

დ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი, თუ ამ არასრულწლოვანზე გაცემულია პირადობის მოწმობა.


საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებიდან ვინაა უფლებამოსილი მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით?

საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეზე პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:

ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი;

ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

დ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

ე) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი;

ვ) დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, თუ პასპორტის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით.


რა საბუთები უნდა წარადგინოს სრულწლოვანმა პირმა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად?

სრულწლოვან ან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

ბ) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

გ) კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა);

დ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით).


რა საბუთების წარდგენაა საჭირო არასრულწლოვან ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად?

ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ - დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;

ბ) პირადობის მოწმობა, თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წელი ან ბინადრობის მოწმობა (მიუხედავად პირის ასაკისა);

გ) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

დ) არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე, ხოლო ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას ამ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.


ვის უნდა მიმართოს საზღვარგარეთ მყოფმა პირმა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად?

საზღვარგარეთ მყოფმა პირმა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად უნდა მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.


საქართველოში სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები

რას ნიშნავს სოციალური დახმარება?

სოციალური დახმარება არის ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის.


რა სახის სოციალური დახმარება არსებობს?

სოციალური დახმარების სახეებია:

ა) საარსებო შემწეობა;

ბ) რეინტეგრაციის შემწეობა;

გ) მინდობით აღზრდის ანაზღაურება;

დ) სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება;

ე) არაფულადი სოციალური დახმარება;

ვ) სოციალური პაკეტი.


რას ნიშნავს საარსებო შემწეობა?

საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.


რას ნიშნავს რეინტეგრაციის შემწეობა?

რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.


რას ნიშნავს მინდობით აღზრდის ანაზღაურება?

მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილს/მამობილს შვილობილის მოსავლელად და აღსაზრდელად. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.


რას ნიშნავს სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება?

სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა პირს, რომელიც სრულწლოვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და გაცემის პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.


რას ნიშნავს არაფულადი სოციალური დახმარება?

სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები. პრევენციისა და რეინტეგრაციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე ბავშვს ან/და მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა, ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მისი ოჯახურ გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად. არაფულადი სოციალური მომსახურების სახეები, აგრეთვე ოჯახში არსებული მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის რისკის მაჩვენებელი, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 


რომელი ორგანოების მიერ შეიძლება მოხდეს სოციალური დახმარების დაფინანსება?

სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები;

გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები;

დ) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხა;

ე) შემოწირულებები;

ვ) სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.

ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები.


დეპორტაცია თურქეთიდან/საზღვარზე შემოსვლა/ჯარიმები

რა ოდენობის თანხის შემოტანაა შესაძლებელი საზღვარზე დეკლარირების გარეშე?

ნებისმიერი ოდენობის ვალუტის საქართველოში შემოტანა თავისუფლდება საბაჟო გადასახდელებისაგან, თუმცა 30 000 ლარზე (ან მისი ექვივალენტის სხვა ვალუტაზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდის საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.


რა ვადით შესაძლოა განისაზღვროს თურქეთიდან დეპორტაცია?

თურქეთიდან დეპორტაციის ვადა შეიძლება განისაზღვროს 3 თვიდან 5 წლამდე, რაც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული პიროვნების შემთხვევიდან გამომდინარე (გააჩნია სავიზო რეჟიმის რა ვადით დარღვევა აქვს და ა.შ.)


თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთის დროს ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში რა ვადაში შემიძლია უკან დაბრუნება?

იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის გადმოკვეთის დროს (როდესაც დარღვეული გაქვთ სავიზო რეჟიმი) არ მოხდა თქვენი დეპორტაცია და გამოგიწერენ ჯარიმას (რომელიც დარღვევის პერიოდიდან გამომდინარე განისაზღვრება), ამ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში თქვენ არ შეგეძლებათ თურქეთში უკან დაბრუნება იმ პერიოდი განმავლობაში, რა პერიოდითაც არალეგალურად იმყოფებლდით იქ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენ გაქვთ უკან დაბრუნების უფლება.


როგორ მოვიქცე როდესაც პიროვნებას დააკავებენ თურქეთში არალეგალურად ყოფნის გამო?

თუ თქვენ არ ჩაგიდენიათ დანაშაული და თქვენი დაკავება მოხდა მხოლოდ არალეგალობის გამო, მთავარია თან იქონიოთ პასპორტი და უკან დასაბრუნებელი მგზავრობის ფული. აღნიშნულ შემთხვევაში საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება თქვენი დეპორტაცია და/ან დაგეკისრებათ ჯარიმა, რის გადახდის შემთხვევაში შეგეძლებათ უკან დაბრუნება იმ პერიოდის გასვლის შემდეგ, რა პერიოდითაც იმყოფებოდით არალეგალად.


ორმაგი მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები

ვის კომპეტენციაში შედის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ამავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება?

ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების და/ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია უფლებამოსილი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის გარეშე მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს (ორმაგი მოქალაქეობა).


ვის უნდა მივმართო უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად?

უცხო ქვეყნის მოქალაქემ ამავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად უნდა მიმართოს განცხადებით საქართველოს პრეზიდენტს პირადად, საკონსულო დაწესებულების და/ან იუსტიციის სახლის მეშვეობით.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია. აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე: 

http://psh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=338


არასრულწლოვანი პირის და/ან ქმედუუნარო პირის შემთხვევაში ვინ უნდა მიმართოს პიროვნებამ ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად და რა პროცედურებია?

არასრულწლოვანთა და ქმედუუნარო პირთა მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე. 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს 14-დან 18 წლამდე პირის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის წინაშე გამოხატული თანხმობა.

18 წლამდე პირის მოქალაქეობის საკითხზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან წერილობითი თანხმობა გამოხატული განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.

წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად, მინდობილობის მქონე პიროვნების  ან ფოსტის მეშვეობით ან ინტერნეტ გვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით.

საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დამატებით  საჭირო გახდეს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ  თქვენს მიერ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ ცალკეულ გარემოებებს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
http://psh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=338


© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON