პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2018-06-03

საბერძნეთში მცხოვრებ მიგრანტებს იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ

2-4 ივნისს, “სიდას” წარმომადგენლები, საბერძნეთის ქალაქებში - ათენსა და თესალონიკში მცხოვრებ საქართველოდან წასულ მიგრანტებს შეხვდნენ. შეხვედრების მთავარ მიზანს, დაინტერესებული პირებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა წარმოადგენდა.

დიასპორულ ორგანიზაციებთან, თანამშრომლობით, თესალონიკსა და ათენში გამართული შეხვედრების ფარგლებში, “სიდას” წარმომადგენლები 100-მდე საქართველოდან წასულ მიგრანტს შეხვდნენ.

“სიდას” იურისტებმა ისაუბრეს მიგრანტებისათვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე. გაიმართა დისკუსია, საბერძნეთში მცხოვრები მიგრანტების წინაშე მდგარ გამოწვევებზე. შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა, საქართველოში მიწის ნაკვეთის რეგისტრირებას, მემკვიდრეობის მიღებას, სესხებს, სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობას, საპენსიო საკითხებს, უვიზო მიმოსვლის წესებს, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების საფუძვლებს.

მიგრანტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები მათი საჭიროებების შესაბამისად. რამდენიმე საქმეზე, “სიდა” განაგრძობს მიგრანტების ინტერესების დაცვას.

 

შეგახსენებთ, რომ “სიდა”, “ღია საზოგადოების ფონდების” მხადრაჭერით  ახორციელებს პროექტს - “პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის (G-PMR)“, რომლის მთავარი მიზანი, ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებების დაცვა და გაძლიერებაა.

 

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON