პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2018-06-17

ტრენინგი მედიისთვის მიგრაციის თემაზე

 

16-17 ივნისს, "სიდას" ორგანიზებით, მიგრაციის საკითხებზე მედიისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს, "სიდას" წარმომადგენლებთან ერთად, უძღვებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.

 

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

 

  • უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში;
  • ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნა;
  • ტრეფიკინგი;
  • არარეგულირებული მიგრაციის საფრთხეები;
  • მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნება და რეინტეგრაცია.

 


ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს ჟურნალისტებისთვის. ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებმა, მიგრანტების რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით, მოამზადეს პრეზენტაციები იმაზე, როგორ უნდა გააშუქონ სენსიტიური საკითხები და რა გარემოებები უნდა გაითვალისწინონ სიუჟეტებისა თუ სტატიების მომზადებისას.

 

 

 

ტრენინგი ჩატარდა პროექტის ,,პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის" ფარგლებში, რომელიც ,,ღია საზოგადოების ფონდების" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON