პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2018-05-15

"მიგრანტის პირველი ნაბიჯები" - საინფორმაციო შეხვედრები ქედასა და ხელვაჩაურში

15 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით, პროექტის - „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის (G-PMR)“- ფარგლებში, ხელვაჩაურის გამგეობებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა - „მიგრანტის პირველი ნაბიჯები“.

შეხვედრების მიზანი იყო,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლებისა და მოსახლეობისთვის, მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების, მათ შორის უვიზო მიმოსვლისა და არარეგულირებული მიგრაციის საფრთხეების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება.

„სიდას“ წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტი, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მოსახლეობას გააცნეს „სიდას“ მიერ, მიგრაციის სამთავრობო კომისიასთან თანამშრომლობით მომზადებული სახელმძღვანელო - „მიგრანტის პირველი ნაბიჯები“ . სახელმძღვანელო შეიცავს სასარგებლო რჩევებს პოტენციური მიგრანტებისათვის, შენგენის სივრცეში გამგზავრებისა და ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების პრაქტიკულ საკითხებზე.

შეხვედრა გაიმართა პროექტის -პარტნიორობა მიგრანტთაუფლებებისთვის (G-PMR)“,ფარგლებში .პროექტი ხორციელდებაღია საზოგადოების ფონდებისფინანსური მხარდაჭერით.

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON