პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2017-09-21

„სიდას“ ორგანიზებით, 21 სექტემბერს ქ. ბათუმში ტრენინგი გამართა

21 სექტემბერს „სიდას“ ორგანიზებით, პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი მიგრაციის თემაზე, რომელსაც რეგიონული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტრენინგზე მიმოხილული იყო შემდეგი საკითხები:
• მსოფლიოში/ევროპაში მიმდინარე მიგრაციული პროცესის მიმოხილვა;
• რეგულირებული და არარეგულირებული მიგრაცია ევროკავშირში; უვიზო მიმოსვლით წესები;
• შრომითი ექსპლოატაციის/ტრეფიკინგის საფრთხეები და პრევენციის გზები;
• თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა ევროკავშირში;
• დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია.

ტრენინგს გაუძღვნენ იუსტიციის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მიგრაციის სამთავორობო კომისიის სამდივნოს და მიგრაციის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ტრენინგი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მიერ პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G-PMR) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდების“ ფინანსური მხარდაჭერით.

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON