პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2017-08-09

ქუთაისში მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

9 აგვისტოს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „სიდას“ ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი მიგრაციის აქტუალურ საკითხებზე. ტრენინგს, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ტრენინგზე მომხსენებლად წარდგნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ წარმომადგენლები.

აქტივობის ფარგლებში, მომხსენებლებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე: მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციული პროცესები - გამომწვევი ფაქტორები და არსებული გამოწვევები; რეგულირებული და არარეგულირებული მიგრაცია; შრომითი ექსპლოატაციის, ტრეფიკინგის საფრთხეები, გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები, სახელმწიფო პოლიტიკა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში; ევროკავშირში თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა; სახელმწიფო რეინტეგრაციის პროგრამები საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ „სიდას“ მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეოები ევროკავშირთან/შენგენთან უვიზო მიმოსვლის, არარეგულირებული მიგრაციის საფრთხეებისა და სახელმწიფო რეინტეგრაციის პროგრამების შესახებ.

ტრენინგი გაიმართა „სიდას“ პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G-PMR) ფარგლებში. პროექტის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება როგორც შესაბამისი სამიზნე ჯგუფების, ისე - რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON