პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2017-01-06

ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში

წინამდებარე კვლევა ჩაატარა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), მისი დაფინანსება უზრუნველყვეს წევრმა ქვეყნებმა IOM -ის შიდა დაფინანსების მექანიზმით - IOM -ის განვითარების ფონდი (IDF). კვლევის მიზანია:

• ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) პრობლემის და ქვეყანაში/რეგიონში მასზე რეაგირების შესაძლებლობების შესახებ დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებების შეკრება და სინთეზირება;

• ტრეფიკინგთან დაკავშირებული ვითარების და ტენდენციების, აგრეთვე ხარვეზების შესახებ დაინტერესებულ მხარეთა პერსპექტივების შესწავლა; მხარდაჭერის, დაცვის, პრევენციის და თანამშრომლობის შესაძლებლობების
განსაზღვრის მიზნით;
• ძირითადი დასკვნების გაკეთება და რეკომენდაციების მომზადება არსებული რეაგირების მექანიზმების გაძლიერების, შეუსაბამო პროცესების შესწორების და ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ, ადგილობრივ და შესაძლებლობის ფარგლებში
რეგიონულ დონეზე.

კვლევა ასევე ისახავს მიზნად საჭიროებათა სწრაფი შეფასების მექანიზმის (CTNAT) შემუშავებას, რომლის ადაპტირება შესაძლებელია სხვადასხვა რეგიონებში, და ხსენებული მექანიზმის გადასინჯვას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

კვლევის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://publications.iom.int/books/needs-assesment-counter-trafficking-response-republic-georgia-georgian

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON