პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2016-02-10

მოსახლეობასთან შეხვედრა მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში

10 თებერვალს G-PAM პროექტის ფარგლებში სოფელ მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სოფლის მოსახლეობისთვის მიგრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, სადაც "სიდას" იურისტმა კონსულტაციები გასცა. მონაწილეები დაინტერესდნენ თურქეთთან უვიზო მიმოსვლის პრაქტიკული საკითხებით, ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს მდგომარეობით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესებით, ლეგალური და არალეგალური საზღვრის კვეთის თემებით, დეპორტაციის პროცედურებით, ბინადრობის ნებართვის და მოქალაქეობის მიღების თემებით, სასწავლო და გაცვლითი პროგრამებით, თურქეთში ტრეფიკინგის და შრომითი დისკრიმინაციის რისკებით და საფრთხეებით.

ასევე მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა G-PAM პროექტის სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ პროექტის ფარგლებში დამზადებული პუბლიკაციები - "პირველი ნაბიჯის სახელმძღვანელო"(საბერძნეთი და თურქეთი), "პრაქტიკული რჩევები ქართველ მიგრანტებს", "მიგრაციის საკონსულტაციო სერვისი საზოგადოებრივ ცენტრებში"

,,სიდას" ორგანიზებით შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება(სოფლები: ჯვარი, გეგუთი, ხევი, მეჯვრისხევი და სართიჭალა) , იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია "ევროპის ფონდის" მიერ. G-PAM პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ
 
 
 
© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON