პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2016-02-09

მოსახლეობასთან შეხვედრა ჯვარის საზოგადოებრივ ცენტრში

9 თებერვალს G-PAM პროექტის ფარგლებში ქალაქ ჯვარის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სოფლის მოსახლეობისთვის მიგრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრას დაბრუნებული მიგრანტები. სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, სადაც "სიდას" იურისტმა კონსულტაციები გასცა. მონაწილეები დაინტერესდნენ რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამით და სხვა სარეინტეგრაციო საკთხებით, ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს მდგომარეობით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესებით, მიგრაციასთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკით, ევროპის ქვეყნებში სასწავლო და გაცვლითი პროგრამებით, შრომითი ემიგრაციის პრაქტიკული საკითხებით

ასევე ჯვარის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა G-PAM პროექტის სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ პროექტის ფარგლებში დამზადებული პუბლიკაციები - "პირველი ნაბიჯის სახელმძღვანელო"(საბერძნეთი და თურქეთი), "პრაქტიკული რჩევები ქართველ მიგრანტებს", "მიგრაციის საკონსულტაციო სერვისი საზოგადოებრივ ცენტრებში"

,,სიდას" ორგანიზებით შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება(სოფლები: ჯვარი, გეგუთი, ხევი, მეჯვრისხევი და სართიჭალა) , იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია "ევროპის ფონდის" მიერ. G-PAM პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ
 
 
 
© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON