პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2016-02-08

მოსახლეობასთან შეხვედრა გეგუთის საზოგადოებრივ ცენტრში

8 თებერვალს G-PAM პროექტის ფარგლებში სოფელ გეგუთში საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სოფლის მოსახლეობისთვის მიგრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრას დაბრუნებული/პოტენციური მიგრანტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, სადაც მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე "სიდას" იურისტმა კონსულტაციები გასცა. მონაწილეები დაინტერესდნენ მიგრაციის მიმართულებით იმიგრანტებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკით, ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს მდგომარეობით, მათ შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მნიშვნელობით, აზიურ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმების მდგომარეობით, ევროკავშირის მიგრაციის კრიზისით/

ასევე გეგუთისს საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა G-PAM პროექტის სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ პროექტის ფარგლებში დამზადებული პუბლიკაციები - "პირველი ნაბიჯის სახელმძღვანელო"(საბერძნეთი და თურქეთი), "პრაქტიკული რჩევები ქართველ მიგრანტებს", "მიგრაციის საკონსულტაციო სერვისი საზოგადოებრივ ცენტრებში"

,,სიდას" ორგანიზებით შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება(სოფლები: ჯვარი, გეგუთი, ხევი, მეჯვრისხევი და სართიჭალა) , იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია "ევროპის ფონდის" მიერ. G-PAM პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON