პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2016-02-08

მოსახლეობასთან შეხვედრა ხევის საზოგადოებრივ ცენტრში

8 თებერვალს G-PAM პროექტის ფარგლებში სოფელ ხევის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სოფლის მოსახლეობისთვის მიგრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, სადაც მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე "სიდას" იურისტმა კონსულტაციები გასცა. მონაწილეები დაინტერესედნენ მიგრაციის მიმართულებით ვიზებთან დაკავშირებული საკითხებით, თურქეთსა და საბერძნეთში მოთხოვნადი პროფესიებით, მოქალაქეობის და ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურებით და სხვადასხვა ქვეყნების მიერ მიგრაციის მიმართულებით გატარებული პოლიტიკით რომელიც ქართველ მიგრანტებს შეეხება.

ასევე ხევის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა G-PAM პროექტის სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ პროექტის ფარგლებში დამზადებული პუბლიკაციები - "პირველი ნაბიჯის სახელმძღვანელო"(საბერძნეთი და თურქეთი), "პრაქტიკული რჩევები ქართველ მიგრანტებს", "მიგრაციის საკონსულტაციო სერვისი საზოგადოებრივ ცენტრებში"

,,სიდას" ორგანიზებით შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება(სოფლები: ჯვარი, გეგუთი, ხევი, მეჯვრისხევი და სართიჭალა) , იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია "ევროპის ფონდის" მიერ. პროექტი G-PAM დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

 
 
© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON