პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2016-02-04

მოსახლეობასთან შეხვედრა მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში

 4 თებერვალს G-PAM პროექტის ფარგლებში სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სოფლის მოსახლეობისთვის მიგრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეებიც. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და "სიდას" იურისტმა მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციები გასცა.

შეხვედრაზე მაია სიმონიამ დამსწრე პირებს წარუდგინა ლექცია პროექტ "მომავლის სოფელთან" დაკავშირებით. მონაწილეებმა იხილეს სიუჟეტები რომლებიც სხვადასხვა ევროპელი მეწარმეების მიერ არის მომზადებული და მაყურებელს აწვდის ინფორმაციას ევროპულ სოფლებში რეალურად არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. პროექტის მიზანია სოფლის მოსახლეობას აუხსნას თვითდასაქმების უპირატესობები

ასევე მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა G-PAM პროექტის სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ პროექტის ფარგლებში დამზადებული პუბლიკაციები

,,სიდას" ორგანიზებით შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება(სოფლები: ჯვარი, გეგუთი, ხევი, მეჯვრისხევი და სართიჭალა) , იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია "ევროპის ფონდის" მიერ.

 

სურათები

 

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON