პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2015-12-21

მედიატრენინგი მიგრაციის საკითხებზე

 

 

18-20 დეკემბერს, ,,სიდას" ორგანიზებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის, რომელსაც გაუძღვნენ ,,სიდას“, მიგრაციის ცენტრის, იუსტიციის, დევნილთა და ევროინტეგრაცის სამინისტროების წარმომადგენლები. ტრენინგის მიზანი იყო მიგრაციის სფეროში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაცნობა მედიის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის დროს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: არალეგალური და ლეგალური მიგრაციის საკითხები, მიგრაციასთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა, შრომით ბაზარზე და სოციალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, ტრეფიკინგის საფრთხეები, რეინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები, ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოში მიმდინარე პროცესები, ვიზა-ლიბერალიზაციის და ასოცირების ხელშეკრულების მიმართულებით განხორციელებული პროგრესი.ტრენინგის ბოლოს ჟურნალისტები სამუშაო ჯგუფებში გადანაწილდნენ და პრაქტიკული სავარჯიშოები გააკეთეს ტრეფიკინგის თემაზე. ტრენინგში მონაწილეობა 20-მდე ჟურნალისტმა მიიღო (ცენტრალური და რეგიონული მედიის საშუალებებიდან).

მედიატრენინგი ჩატარდა ევროკავშირის და ევროპის ფონდის(შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში) დაფინანსებული პროექტის „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ,,სიდა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. ტრენინგის თანაორგანიზატორები იყვნენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო. ტრენინგი გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის აქსეს პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.

 

სურათები

 

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON