პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ანონსი

2015-03-12

მიგრაციის თემაზე შეხვედრა/დისკუსია საქართველოს 5 ქალაქში

G-PAM პროექტის ფარგლებში საქართველოს 5 ქალაქში იგეგმება მიგრაციის თემაზე შეხვედრა/დისკუსია:

 

გორი - 13 მარტი; ჩიტაძის ქ. 3. 14.00 სთ;

მარნეული - 14 მარტი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 13:00 სთ;

ბათუმი - 23 მარტი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 15:00 სთ;

ზუგდიდი - 24 მარტი, "ათინათის" ოფისი, 14:00 სთ;

ქუთაისი - 30 მარტი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 16:00 სთ.

 

დაგეგმილ შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდება არალეგალურ მიგრაციაზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ბრძოლის გზებზე,  დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციაზე, სახელმწიფო საემიგრაციო პოლიტიკაზე.

 

შეხვედრის მიზანია მიგრაციის თემაზე დისკუსია, პრობლემების გამოვლენა და ამის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება მიგრაციის სფეროს გადაწყვეტილების მიმღებებისთვის.

 

შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, ყოფილი მიგრანტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

 

დასწრება თავისუფალია

 

G-PAM პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს „სიდა“.

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON