პროექტი
ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს
საბერძნეთის ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_gr თურქეთის ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_tr საქართველოს ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_ge
ქვეყანა
ქალაქი
ტიპი

ვაკანსიები

საბერძნეთსა და თურქეთში ლეგალურად დასაქმების მსურველებს სიდა უსასყიდლოდ სთავაზობს კონსულტაციებს ლეგალურ შრომით მიგრაციაზე და ასევე საინტერესო ვაკანსიებს. კომპეტენციის შესაბამისი ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში სიდა ბენეფიციარს ეხმარება შესაბამის ენაზე cv-ის მომზადებაში თუ განაცხადის ფორმის შევსებაში. დამსაქმებელთან დაკავშირება და cv-ისა თუ შევსებული ფორმის გაგზავნა კი ბენეფიციარის პასუხისმგებლობაა. სიდა არ მედიატორობს და არ ასრულებს დასაქმების სააგენტოს მსგავს ფუნქციას. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ლეგალურ განზომილებაში გადავიყვანოთ და უფრო ეფექტური გავხადოთ საქართველოს მოქალაქეთა შრომითი ემიგრაცია როგორც თვითონ ბენეფიციარებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. ამრიგად, ჩვენ ხელს არ ვუწყობთ ემიგრაციას როგორც ასეთი, არამედ ვცდილობთ, რომ სამართლებრივად უპრობლემო და ცირკულარული გავხადოთ ემიგრაცია, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებთ. სასურველი ვაკანსიის მოსაძებნად გამოიყენეთ ამ ტექსტის მარცხნივ მოცემული ძიების ფორმა, რომლითაც თქვენ შეგეძლებათ ვაკანსიები ნახოთ ქვეყნის (საბერძნეთი და/ან თურქეთი), ქალაქის და/ან ვაკანსიის ტიპის (მაგ, ზოგადად მღებავი, ინჟინერი, მომვლელი და ა.შ.) მიხედვით.

© 2013 - WWW.MIGRANT.GE Join us on Facebook Created by STUDIO LEMON