პროექტი
ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს
საბერძნეთის ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_gr თურქეთის ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_tr საქართველოს ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_ge
რეგიონი
მუნიციპალიტეტი
სფერო
თანხა

ინვესტიციები

საქართველოში თავისუფალი კაპიტალის (თანა)ინვესტირების მსურველ დაბრუნებულ თუ უცხოეთში მყოფ ქართველ მიგრანტებს და ზოგადად ამ საკითხში დაინტერესებულ პირებს სიდა სთავაზობს პერიოდულად განახლებად კლასიფიცირებულ ინფორმაციას საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო მასშტაბის ბიზნეს შესაძლებლობებზე.

 

აღნიშნული შესაძლებლობების მოძიებას, ვალიდაციას, გადაარჩევას და კლასიფიციკაციას სიდა ბიზნეს "სტარტაპებსა" და მეწარმეობაში გამოცდილ და რეგიონების სპეციფიკის მცოდნე ბიზნეს-კონსულტანტების ხელშეწყობის ახდენს. მეორე მხრივ, სიდა არ აწარმოებს არავითარ მედიაციას, ვინმეს წარმომადგენლობას და არ იღებს თავზე არავითარ პასუხისმგებლობას აღნიშნული შესაძლებლობების გამოქვეყნებით განპირობებული ამა თუ იმ პირის შესაძლო ნაბიჯების გამო. ნებისმიერ პირს, რომელიც მოცემულ გვერდზე დადებული რაიმე საინვესტიციო შესაძლებლობით დაინტერესდება, ვთხოვთ პირდაპირ, სიდას ჩართვის გარეშე, დაუკავშირდეს მოცემული საინვესტიციო შესაძლებლობის ტექსტში მითითებულ პირს ან ორგანიზაციას იქვე მოცემულ საკონტაქტო ტელეფონზე თუ ელფოსტის მისამართზე.

 

სასურველი საინვესტიციო შესაძლებლობის მოსაძებნად გამოიყენეთ ამ ტექსტის მარცხნივ მოცემული ძიების ფორმა ან ქვემოთ მოცემული საინვესტიციო რუქა. პირველ შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ ვაკანსიები ნახოთ საქართველოს რეგიონის (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო), მუნიციპალიტეტის, სფეროს ან/და თანხის მიხედვით. შესაძლებლობების სრული სიის გამოსატანად არაფერი შეარჩიოთ და პირდაპირ ძიების ღილაკს დააჭირეთ. მეორე შემთხვევაში აირჩიეთ სასურველი რეგიონი და გაჩენილ მცირე ფანჯარაში დააჭირეთ "სრულად ნახვა"-ს. ანუ ამ შემთხვევაში ძიება წარმოებს მხოლოდ რეგიონის მიხედვით. ანალოგიურად, გაითვალისწინეთ, რომ თუ ესა თუ ის შესაძლებლობა მთელ საქართველოს ეხება, ის რომელიმე ერთი რეგიონის მიხედვით წარმოებული ძიების შედეგებში არ გამოვა. გისურვებთ წარმატებას!

© 2013 - WWW.MIGRANT.GE Join us on Facebook Created by STUDIO LEMON