პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

პროექტის შესახებ

ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდის“ დახმარებით მიმდინარე პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G-PMR) ფარგლებში. ორივე პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ („სიდა“ - www.cida.ge). პროექტის მიზანია ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული ქართველი მიგრანტების დახმარება, მათთვის კონსულტაციის გაწევისა და ადვოკატირების გზით.

ხშირად დასმული კითხვები

საქართველოს მოქალაქედ მიიღება სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

 

ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;

ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა;

გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;

დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

საქართველოს ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები საქმისწარმოებისათვის მიიღოს მხოლოდ მათი ლეგალიზაციის შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

დოკუმენტის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება გულისხმობს კონკრეტულ დოკუმენტზე არსებული ხემოწერის ნამდვილობის და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამოწმებას. დოკუმენტის შტამპით ან ბეჭდით დამოწმების შემთხვევაში კი გულისხმობს მათი ავთენტურობის (ნამდვილობის) დამოწმებას.

აპოსტილით დამოწმება უფრო მარტივი პროცედურაა, რომელიც გულისხმობს ერთი, კონკრეტული უწყების მიერ მის დამოწმებას. ლეგალიზება კი უფრო ხანგრძლივი პროცედურაა, რომელიც გულისხმობს ამ პროცედურაში რამოდენიმე უწყების მონაწილეობას. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია დოკუმენტის მიმღები უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულების მიერ მისი დამოწმება (საკონსულო ლეგალიზაცია), რის შემდეგაც დოკეუმნტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ კონკრეტულ უცხო ქვეყანაში. 

ემიგრაციაზე ნებართვის მისაღებად უნდა მიმართოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი:

 http://sda.gov.ge/ka-GE/migration/

ბინადრობის ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით და ყოველი მისი გაგრძელება არის ორ წლიანი.

დამსაქმებელს უფლება აქვს დადოს შრომითი ხელშეკრულება მხოლოდ ერთ პირთან.

თურქეთიდან დეპორტაციის ვადა შეიძლება განისაზღვროს 3 თვიდან 5 წლამდე, რაც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული პიროვნების შემთხვევიდან გამომდინარე (გააჩნია სავიზო რეჟიმის რა ვადით დარღვევა აქვს და ა.შ.)

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში შეუძლია დაყოს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე 180 დღის განმავლობაში. 

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლასთურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღის ვადით შემდეგი მოქმედი დოკუმენტებიდან ერთერთის წარდგენის შემთხვევაში:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტით და მისი არსებული დანართებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად) ახალი ტიპის პირადობის მოწმობა, ID ბარათი;
  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი (თურქეთის რესპუბლიკაში შესვლისათვის პასპორტი მოქმედი უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე)
  • მეზღვაურის წიგნაკი (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ეკიპაჟის განრიგისა ან მისიამონაწერის არსებობისას);
  • საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სერთიფიკატი (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; შესაბამისი გენერალური დეკლარაციის ან საფრენოსნო დავალების არსებობისას. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტითა და მისი არსებული დანართებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად მანქანაკითხვადი);
  • საქართველოში დასაბრუნებლად სამგზავრო მოწმობა.

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON