პროექტი
ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს
საბერძნეთის ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_gr თურქეთის ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_tr საქართველოს ცხელი სკაიპ-ხაზი: migrant_ge

პროექტის შესახებ

მოცემული საიტი შექმნილია ევროკავშირის პროექტის - "ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს" (G-PAM) - ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო – "სიდა" (www.cida.ge). პროექტის ზოგადი მიზანია მიგრაციული ნაკადების უკეთესად მართვაში საქართველოსთვის დახმარების გაწევა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის საქმიანობები შემდეგი სამი მიმართულებით წარმოებს: (1) ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვა; (2) ქართველების კარგად მართული ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა თურქეთსა და საბერძნეთში; (3) საქართველოს განვითარებაზე მიგრაციის პოზიტიური ეფექტების
ვრცლად. . .

ხშირად დასმული კითხვები

საქართველოს მოქალაქედ მიიღება სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

 

ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;

ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა;

გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;

დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

საბერძნეთიდან საქართველოს მიმართულებით ამანათების გაგზავნა ხდება როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო გიზით. 
სახმელეთო გზით ამანათების გადაზიდვას ახორციელებს "საქართველოს ფოსტა", რომელიც არის საქართველოში საფოსტო ამანათების სახმელეთო გზით გადაზიდვის ლეგალური გადამზიდავი და რომელსაც საბერძნეთის რესპუბლიკაში წარმოადგენს სამი კომპანია: "ინექსგრუპი", "ჯიპიექსპრესი" და შპს "დკლ კარგო"-ს ავტორიზებული წარმომადგენლობა "ჩიკორია ექსპრესი".
გარდა ამისა, არსებობს გადაზიდვის საჰაერო გზა, რომლის მეშვეობითაც ამანათები გადააქვთ: "ჩიკორია ექსპრეს"-ს და "ნუგზარტურს".

საქართველოს ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები საქმისწარმოებისათვის მიიღოს მხოლოდ მათი ლეგალიზაციის შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

დოკუმენტის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება გულისხმობს კონკრეტულ დოკუმენტზე არსებული ხემოწერის ნამდვილობის და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამოწმებას. დოკუმენტის შტამპით ან ბეჭდით დამოწმების შემთხვევაში კი გულისხმობს მათი ავთენტურობის (ნამდვილობის) დამოწმებას.

აპოსტილით დამოწმება უფრო მარტივი პროცედურაა, რომელიც გულისხმობს ერთი, კონკრეტული უწყების მიერ მის დამოწმებას. ლეგალიზება კი უფრო ხანგრძლივი პროცედურაა, რომელიც გულისხმობს ამ პროცედურაში რამოდენიმე უწყების მონაწილეობას. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია დოკუმენტის მიმღები უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულების მიერ მისი დამოწმება (საკონსულო ლეგალიზაცია), რის შემდეგაც დოკეუმნტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ კონკრეტულ უცხო ქვეყანაში. 

ემიგრაციაზე ნებართვის მისაღებად უნდა მიმართოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი:

 http://sda.gov.ge/ka-GE/migration/

ბინადრობის ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით და ყოველი მისი გაგრძელება არის ორ წლიანი.

დამსაქმებელს უფლება აქვს დადოს შრომითი ხელშეკრულება მხოლოდ ერთ პირთან.

თურქეთიდან დეპორტაციის ვადა შეიძლება განისაზღვროს 3 თვიდან 5 წლამდე, რაც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული პიროვნების შემთხვევიდან გამომდინარე (გააჩნია სავიზო რეჟიმის რა ვადით დარღვევა აქვს და ა.შ.)

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში შეუძლია დაყოს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე 180 დღის განმავლობაში. 

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლასთურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღის ვადით შემდეგი მოქმედი დოკუმენტებიდან ერთერთის წარდგენის შემთხვევაში:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტით და მისი არსებული დანართებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად) ახალი ტიპის პირადობის მოწმობა, ID ბარათი;
  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი (თურქეთის რესპუბლიკაში შესვლისათვის პასპორტი მოქმედი უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე)
  • მეზღვაურის წიგნაკი (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ეკიპაჟის განრიგისა ან მისიამონაწერის არსებობისას);
  • საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სერთიფიკატი (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; შესაბამისი გენერალური დეკლარაციის ან საფრენოსნო დავალების არსებობისას. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტითა და მისი არსებული დანართებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად მანქანაკითხვადი);
  • საქართველოში დასაბრუნებლად სამგზავრო მოწმობა.

ბიულეტენი

გთავაზობთ ჩვენი პროექტის მეათე ბიულეტენს. იგი ეთმობა მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხებს რომელიც მნიშნელოვანი თემაა ქართველი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების კუთხით. მასში მოცემულია სასარგებლო ინფორმაცია რეინტეგრაციის პროგრამების შესახებ . . .
© 2013 - WWW.MIGRANT.GE Join us on Facebook Created by STUDIO LEMON